Arbeitsgemeinschaft der Großforschungseinrichtungen (AGF) (Ⴂრძელვადიანი მეცნიერული კვლევების გაერთიანება) – ორგანიზაცია, რომელიც უწევს კოორდინაციას 13 მეცნიერული ცენტრის საქმიანობას.
Arbeitegemeinschaft der Rundfunkanstehen Deutschlands (ARD) (Ⴂერმანიის რადიომაუწყებლობის სტუდიების სამუშაო გაერთიანება) – ტელე— და რადიომაუწყებლობის სამხარეო სტუდიების საკოორდინაციო ორგანო; ხშირად უძახიან «Ⴂერმანულ ტელევიზიას» ან «Ⴎირველ პროგრამას».
Arbeitsgemeinschaft selbstandiger Unternehmer (ASU) (Ⴃამოუკიდებელი მეწარმეების გაერთიანება) – თავისთავადი მეწარმეების კავშირი, დაარსებული 1949 წ. Ⴁონში წარმოების და ვაჭრობის ლიბერალიზაციის ხელშესაწყობად; აერთიანებს 5500 წევრს.
Arbeitsgericht (შრომის დავის სასამართლო) – 1. შრომის დავის სასამართლოების განზოგადებული სახელწოდება; 2. შრომის დავის დაბალი ინსტანციის სასამართლო.
ARD (შემოკ. Arbeitsgemeinschaft der offentlichrechtlichen Rundfunkanstalten Deutschlands) ႠႰႣ (Ⴂერმანიის საჯარო—უფლებრივი ტელერადიოსადგურების სამუშაო გაერთიანება) – Ⴎირველი გერმანული ტელევიზია; Ⴂერმანიის ტელევიზიის ერთერთი პროგრამის სახედწოდება; გაერთიანებაში ურთიერთმოქმედებენ სამხარეო სტუდიები; ႠႰႣ მიიღება Ⴂერმანიის მთელ ტერიტორიაზე.
Arena AufSchalke («Ⴀრენა ႠუფႸალკე») – Ⴁუნდესლიგის უმაღლესი დივიზიონის გუნდის «Ⴘალკე 04» საფეხბურთო სტადიონი.
Arkona (Ⴀრკონა) – კონცხი კუნძულ Ⴐჲუგენის ჩრდილოეთში.
Arme Ritter («ღარიბი რაინდი») – რძეში ამოვლებული, შემწვარი, შაქრის ფხვნილით და დარიჩინით მოყრილი თეთრი პურის ნაჭრეები.
Armenhaus Sachsens (Ⴑაქსონიის ღარიბების თავშესაფარი) – ქ. Ⴞემნიცის ხატოვანი სახელწოდება, რომელშიც აისახა მე—19 ს. საფეიქრო ფაბრიკების მუშების გაჭირვებული მდგომარეობა.
Arminia Bielefeld DSC («Ⴀრმინია Ⴁილეფელდი ႣႱႩ») – Ⴁუნდესლიგის უმაღლესი დივიზიონის საფეხბურთო კლუბი.
Arminius-Denkmal (Ⴀრმინიუსის ძეგლი) – აგებულია 1838—1875 წწ. ქ. Ⴃეტმოლდის მახლობლად (Ⴙრდილოეთ Ⴐაჲნი—Ⴅესტფალიის მხარე).
Arnsberg (Ⴀრნსბერგი) – ქალაქი Ⴙრდილოეთ Ⴐაჲნი—Ⴅესტფალიის მხარეში; 22 ათასი მაცხოვრებელი; კლიმატური კურორტი.
Art-cologne («Ⴀრტ-კოლონი») – სახვითი ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა Ⴙრდილოეთ Ⴐაჲნ—Ⴅესტფალიის ქალაქ Ⴉჲოლნში.
Artillerietruppe (არტილერიის ნაწილები) – Ⴁუნდესვერის Ⴑახმელეთო Ⴟარების ნაწილები.
ASB — იხ. Arbeiter-Samariter Bund.
Asamkirche (Ⴀზამკირხე) – ეკლესია Ⴋჲუნხენში, აშენებული მე—18 ს. პირველ ნახევარში როკოკოს სტილში; ბაროკოს ოსტატების ძმები Ⴀზამების საჩუქარი ქალაქს; ცნობილია თავისი ფრესკებით.
Aschermittwoch (ფერფლოვანი ოთხშაბათი) – Ⴃიდ მარხვის პირველი კვირის ოთხშაბათი, 40-დღიანი მარხვის დასაწყისი, რომელიც გრძელდება Ⴀღდგომამდე.
Aschkuchen – იხ. Napfкuchen.
AStA – იხ. Allgemeiner Studentenаusschuss.
Atlas Delmehorst («Ⴀტლას Ⴃელმეხორსტი») – საფეხბურთო კლუბი.
Audi («Ⴀუდი») – კონცერნ «Ⴀუტოუნიონ ႠႢს» მსუბუქი მანქანა.
Audi-Werke AG («Ⴀუდი—ვერკე ႠႢ») – საავტომობილო ფირმა, დაარსებული Ⴀ. Ⴞორხის მიერ ქ. Ⴚვიკაუში 1910 წ. მას შემდეგ, რაც მისმა ძველმა ფირმამ «Ⴀუგუსტ Ⴞორხ უნდ Ⴉº მოტორენვერკემ» განიცადა კომერციული წარუმატებლობა; ახალი სახელწოდება Audi ლათინურად ნიშნავს იმასვე, რაც გერმანული Horch, ე. ი. «ისმინე»; 1932 წ. შევიდა კონცერნ «Ⴀუტოუნიონ ႠႢს» შემადგენლობაში.
Auerbachs Keller («Ⴀუერბახსკელერი») – ძველისძველი ღვინის სარდაფი Ⴊაჲფციგში, რომელსაც გადმოცემით ინახულებდნენ Ⴔაუსტი და Ⴋეფისტოფელი.
Aufbaugymnasium (მოსამზადებელი გიმნაზია) – იძლევა იმ საგნების შესწავლის შესაძლებლობას, რომლებიც არ შედიოდნენ წინა სასწავლო პროგრამაში და რომლების შესწავლა საჭიროა სრული საშუალო განათლების მისაღებად.
Aufbauschule (ზედნაშენი სკოლა) – ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა (1964 შლამდე) სახალხო სკოლების მოწაფეების მოსამზადებლად სიმწიფის ადესტატის გამოცდების ჩასაბარებლად.
Augsburg (Ⴀუგსბურგი) – ქალაქი Ⴁავარიაში; დაარსებულია ახ. წ. 14 წ.; 247 ათასი მაცხოვრებელი; მანქანათმშენებლობის, საფეიქრო და ელექტროტექნიკური მრეწველობის ცენტრი.
Augsburger Allgemeine («Ⴀუგსბურგერ Ⴀლგემაჲნე») – ყოველდღიური გაზეთი, გამომავალი ქ. Ⴀუგსბურგში ტირაჟით 366 ათასი ეგზემპლარი.
August Horch & Со Motoren-werke («Ⴀუგუსტ Ⴞორხ უნდ Ⴉº მოტორენვერკე») – იხ. Audi-Werke AG.
August Thyssen-Hütte AG («Ⴀუგუსტ Ⴒისენ-Ⴠჲუტე ႠႢ») – უმსხვილესი ფოლადსამსხმელი კონცერნი, დაარსებული 1889 წ. Ⴀ. Ⴒისენის მიერ ქ. Ⴃუჲსბურგში; 1973 წ. შემოიერთა კომპანია «Ⴐაჲშენტალ ႠႢ», 1977 წლიდან – «Thyssen AG».
Aula Palatina («Ⴀულა Ⴎალატინა») – იმპერატორ Ⴉონსტანტინეს ბაზილიკა, ქ. Ⴒრირის ღირსშესანიშნაობა.
Aurich (Ⴀურიხი) – ქალაქი Ⴕვემო Ⴑაქსონიის მხარეში.
Aussiedler (გადმოსახლებული) – ოფიციალური სახელწოდება ეთნიკური გერმანელების, რომლებიც ბრუნდებიან Ⴂერმანიაში Ⴃამოუკიდებელი Ⴑახელმწიფოების Ⴇანამეგობრობის ქვეყნებიდან და Ⴀღმოსავლეთ Ⴄვროპიდან.
Autobahn (ავტობანი) – ჩქაროსნული გზატკეცილი ორმხრივი მრავალრიგიანი უგზაჯვარედინო მოძრაობით.
Automobilwerk Eisenach (AWE) (Ⴀჲზენახის საავტომობილო ქარხანა) – აშენებულია 1898 წ. Ⴒჲურინგიის მხარის ქ. Ⴀჲზენახში. Ⴗოფილ ႢႣႰ უშვებდა მსუბუქ მანქანებს «Ⴅარტბურგი»; 90-ნი წლების დასაწყისში შევიდა «Ⴀდამ Ⴍპელ ႠႢს» შემადგენლობაში.
Auto Union AG («Ⴀუტო—Ⴓნიონ ႠႢ») – საავტომობილო კონცერნი, შექმნილი 1932 წ. ფირმების «Ⴀუდი—ვერკე ႠႢ», «Ⴅანდერერ—ვერკე», «Ⴞორხ—ვერკე ႠႢ» და «ႣႩႥ—ვერკე ႠႢ» შეერთების შედეგად; უშვებდა მანქანებს «Ⴀუდი», «Ⴞორხ», «ႣႩႥ» და სხვ.
Auto Union GmbH («Ⴀუტო—Ⴓნიონ ႢმბჀ») – საავტომობილო კომპანია, დაარსებული 1949 წ. ქ. Ⴈნგოლშტადტში; 1959 წ. შევიდა კონცერნ «Ⴃაჲმლერ—Ⴁენც ႠႢ» შემადგენლობაში; 1965 წლიდან აქციების საკონტროლო პაკეტი ეკუთვნის «Ⴔოლკსვაგენვერკ ႠႢს».
AWO – იხ. Arbeiterwohlfahrt.
Axel Springer Verlag AG («Ⴀქსელ Ⴘპრინგერ Ⴔერლაგ ႠႢ») – საგაზეთო—საგამომცემლო კონცერნი, უდიდესი Ⴄვროპაში; დაარსებულია 1947 წ. Ⴠამბურგში Ⴀქსელ Ⴘპრინგერის მიერ; 1970 წლიდან გარდაიქმნა აქციონერულ საზოგადოებაში.
B
Babelsberg (Ⴁაბელსბერგი) – ქ. Ⴎოტსდამის რაჲონი, სადაც მდებარეობს მსოფლიოში უძველესი და უმსხვილესი კინოსტუდია, რომელიც აგრძელებს ႳႴႠ—სტუდიის ტრადიციებს; აქვე იყო კინოსტუდია ႣႤႴႠ (ႢႣႰ).
Babelsberg 03 e.V. SV («Ⴁაბელსბერგ 03 ႱႴ») – Ⴂერმანიის ჩემპიონატის რეგიონალურ ლიგა «Ⴙრდილოეთის» საფეხბურთო კლუბი; დაარსებულია 1903 წ.
Backsteingotik (აგურის გოტიკა) – არქიტექტურული სტილი, დამახასიათებელი ჩრდილო—გერმანულ ქალაქებისთვის.
Baden (Ⴁადენი) – 1. ისტორიული ოლქი Ⴂერმანიაში; 2. 1951 წლიდან Ⴁადენ—Ⴅჲურტემბერგის ნაწილი.
Baden-Baden n (Ⴁადენ—Ⴁადენი) – ბალნეოლოგიური კურორტი Ⴘვარცვალდის მთებში (Ⴁადენ—Ⴅჲურტემბერგის მხარე); 51 ათასი მაცხოვრებელი; ყოველწლიურად ტარდება სპორტულ—საცხენოსნო შეჯიბრებები.
Badenweiler (Ⴁადენვაჲლერი) – ბალნეოკლიმატური კურორტი სამხრეთ Ⴘვარცვალდში (Ⴁადენ—Ⴅჲურტემბერგის მხარე); 3 600 მაცხოვრებელი; შემორჩენილია არქიტექტურული ძეგლები: ჰერცოგის სასახლის ნანგრევები, რატუშა, ძველრომაული აბანოები.
Baden-Württemberg (Ⴁადენ—Ⴅჲურტემბერგი) – Ⴂერმანიის ფედერალური მხარე; ფართობი 35 751 კვ. კმ, 10,15 მლნ. მაცხოვრებელი; ადმინისტრაციული ცენტრი Ⴘტუტგარტი; თვალწარმტაცი ლანდშაფტები: Ⴘვარცვალდი, Ⴐაჲნის, Ⴃუნაის, Ⴌეკარის ხეობები; მთიანი ადგილი Ⴉაჲზერშტული, Ⴁოდენის ტბა; აქ მდებარეობენ მსოფლიოში ცნობილი ფირმები: Ⴃაჲმლერ—Ⴁენცი (Daimler-Benz), Ⴁოში (Bosch), Ⴎორშე (Porsche), უმსხვილესი სამეცნიერო—კვლევითი ინსტიტუტები: Ⴂერმანული ონკოლოგიური ცენტრი (das Deutsche Krebsforschungszentrum) Ⴠაჲდელბერგში, Ⴋაქს Ⴎლანკის სახელობის მრავალრიცხოვანი ინსტიტუტები, Ⴂერმანული ლიტერატურული არქივი (das Deutsche Literaturarchiv) Ⴋარბახში; უმაღლესი სასამართლო დაწესებულებები: Ⴔედერალური სასამართლო (das Bundesgerichtshof) და Ⴔედერალური კონსტიტუციური სასამართლო (das Bundesverfassungsgericht) Ⴉარლსრუეში; უძველესი უნივერსიტეტი Ⴠაჲდელბერგში (დაარსებულია 1386 წ.); «Ⴘტუტგარტის ბალეტი» და «Ⴁახის საერთაშორისო აკადემია»; აქ გამოდის ქვეყნის წიგნების 40%; Ⴁადენ—Ⴅჲურტემბერგთან არის დაკავშირებული Ⴔ. Ⴘილერის, Ⴔ. Ⴂელდერლინის, Ⴅ. Ⴂაუფის, Ⴂ. Ⴅ. Ⴔ. Ⴠეგელის, Ⴔ. Ⴅ. Ⴘელინგის სახელები.
Bad Gottleuba (Ⴁად Ⴂოტლოჲბა) – კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტი, მდებარეობს Ⴃრეზდენიდან (Ⴑაქსონია) სამხრეთ—აღმოსავლეთით მდინარე Ⴂოტლოჲბას ხეობაში; შემორჩენილია გვიანგოტიკური ეკლესიები Ⴊუკას Ⴉრანახის სკოლის მხატვრების მოხატულობით.
Bad Homburg vor der Hohe (Ⴁად Ⴠომბურგი ფორ დერ Ⴠოე) – ბალნეოლოგიური კურორტი Ⴠესენის მხარეში Ⴋაჲნის Ⴔრანკფურტიდან ჩრდილოეთით; მდებარეობს Ⴒაუნუსის მთების განშტოებებში ზღვის დონიდან 197 მეტრის სიმაღლეზე; მინერალური წყაროები ცნობილი იყო ძველ რომაელებისათვის; ტურიზმის ცენტრი; განვითარებულია ელექტრონიკა, ლითონდამამუშავებელი დი კვების მრეწველობები; ღირსშესანიშნაობები: ლანდგრაფების სასახლე (17 საუკუნე), ეკლესია Ⴑანკტ—Ⴋარია (ნეოგოტიკა, 19 საუკუნე), ყოფილი საკურორტო დარბაზი (ამჟამად კაზინო), მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი.
Badische Anilin- und Soda-Fabrik AG (BASF) («Ⴁადიშე ანილინ— უნდ სოდაფაბრიკ ႠႢ») – ქიმიური მრეწველობის უმსხვილესი აქციონერული საზოგადოება, შექმნილი 1865 წელს Ⴊჲუდვიგსჰაფენში; 1925—1945 წლებში კონცერნ «Ⴈ. Ⴂ. Ⴔარბენინდუსტრი ႠႢ» —ს შემადგენლობაში; ხელმეორედ დაარსდა 1952 წელს.
Baedeker Karl (1801—1859 წწ.) – გერმანელი გამომცემელი, 1827 წ. Ⴉობლენცში დააარსა სხვადასხვა სახელმწიფოების გზამკვლევების გამომცემლობა; სიტყვა «ბედეკერი» გახდა გზამკვლევების სახელწოდება, რომლების გამოცემასაც აგრძელებს თანამოსახელე ფირმა Ⴠამბურგში და Ⴘტუტგარტში.
Bandoneon (ბანდონეონი) – ხელის გარმონი დასაკრავი ღილაკებით ორივე მხრიდან; სახელდებულია გერმანელი გამომგონებლის Ⴂ. Ⴁანდის სახელით.
Вар («Ⴁაპი») – გერმანული როკ—ჯგუფი, შექმნილი 1976 წ. Ⴅოლფგანგ Ⴌიდეკენის მიერ; 1981 წ. ამ ჯგუფის ფირფიტამ დაიკავა პირველი ადგილი ხიტ—პარადში.
Barbarafeier (Ⴜმინდა Ⴁარბარეს Ⴃღესასწაული) – მემაღაროელების დღესასწაული; აღინიშნება 4 დეკემბერს Ⴜმინდა Ⴁარბარეს Ⴃღეს; ეს წმინდანი ითვლება მემაღაროელების მფარველად.
Bartholomäus Dom (Ⴜმინდა Ⴁართლომეს ტაძარი Ⴋაჲნის Ⴔრანკფურტში) – ამ ტაძარში Ⴍქროს Ⴁულის კანონების (1356 წ.) თანახმად ირჩევდნენ და ადგავდნენ გვირგვინს გერმანელ იმპერატორებს (1562—1792 წწ.); წარმოადგენს გოტიკის სტილში შესრულებულ ქვიშაქვის მაღალ კოშკს «Ⴂლორიოზა» —ს 12,8 ტონიანი ზარით, რომელიც ჩამოისხა 1877 წ. Ⴃრეზდენში.
Bartholomäus-Fest (Ⴜმინდა Ⴁართლომეს Ⴃღესასწაული) – გლეხების დღესასწაული; აღინიშნება 24 აგვისტოს Ⴜმინდა Ⴁართლომეს Ⴃღეს; ეს წმინდანი ითვლება გლეხების მფარველად, განსაკუთრებით მესაქონლეების და მეღვინეების.
BASF AG (შემ. Badische Anilin- & Soda-Fabrik AG—სგან, Ludwigshafen) («ႡႠႱႴ ႠႢ» («Ⴁადიშე ანილინ— უნდ სოდა—ფაბრიკ ႠႢ», Ⴊჲუდვიგსჰაფენი) – იხ. Badische Anilin- & Soda-Fabrik AG.
Bastei (Ⴁასტაჲ) – მთა Ⴑაქსონიის Ⴘვეჲცარიაში (Ⴂერმანია);
Bauch von Berlin (Ⴁერლინის მუცელი) – ქალაქის მიწისქვეშა ნაწილი Ⴀლექსანდერპლატცის ქვეშ.
Bauern-Theater («Ⴁაუერნ—Ⴇეატერ» Ⴂარმიშ—Ⴎარტენკირხენში) – სახალხო თეატრი, რომელშიც იდგმება პიესები გლეხებზე ბავარიულ დიალექტზე.
Bauernfrüstuck – გლეხური საუზმე: ღორის ქონზე შემწვარი კარტოფილი, მოსხმული კვერცხით.
Bauhaus (ბაუჰაუსი) – არქიტექტურული მიმართულება, რომელიც ჩამოყალიბდა მშენებლობის და მხატვრული აგების უმაღლეს სკოლაში, და რომელიც ხელს უწყობს ფუნქციონალიზმის განვითარებას; მისი გამოჩენილი წარმომადგენლები არიან Ⴅ. Ⴂროპიუსი და Ⴊ. Ⴋის ვან დერ Ⴐოე.
Bauhaus-Archiv («Ⴁაუჰაუს Ⴀრქივი») – ხელოვნების მუზეუმი Ⴃესაუში.
Bauknecht GmbH («Ⴁაუკნეხტ ႢმბჀ») – ფირმა Ⴘტუტგარტში, რომელიც აწარმოებს საყოფაცხოვრებო დანიშნულების ხელსაწყოებს.; სახელდებულია დამაარსებლის გვარიდან.
BAUMA («Ⴁაუმა») (შემოკ. Baumaschinenausstellung-დან) – სამშენებლო მანქანების და სამშენებლო ტექნიკის საერთაშორისო ბაზრობა Ⴋჲუნხენში.
Baumblütenfest – ხეხილის ყვავილობის ყოველწლიური ტრადიციული დღესასწაული; აღინიშნება მაისში ქ. Ⴅერდერში.
Baumkuchen – ფხვიერი ტორტი მრგვალი კოშკის სახით.
Bausparen – საბინაო მშენებლობის სახსრების დაგროვება.
Bautzen (Ⴁაუტცენი) – Ⴆემო (მთიანი) Ⴊაუზიტცის (Ⴑაქსონიის მხარე) მთავარი ქალაქი; მდებარეობს მდინარე Ⴘპრეეზე; 45 ათასი მაცხოვრებელი; განვითარებულია ლითონდამუშავება, ვაგონმშენებლობა, ქაღალდის მრეწველობა.
Bavaria mit Ruhmeshalle (Ⴁავარია Ⴎანთეონით) – ქალის ბრინჯაოს ქანდაკება, Ⴁავარიის განსახიერება; ქალაქ Ⴋჲუნხენის სიმბოლო; ჩამოსხმულია Ⴔ. Ⴋილერის მიერ Ⴘვანტჰალერის მოდელის მიხედვით და დადგმულია 1850 წ.; სიმაღლე 30 მ.; 1853 წ. ძეგლის გვერდით შეიქმნა პანთეონი, სადაც გამოფენილია Ⴁავარიის გამოჩენილი მოღვაწეების ბჲუსტები.
Bayer AG («Ⴁაჲერ ႠႢ») – ქიმიური კომპანია, დაარსებული 1863 წ. Ⴊევერკუზენში; 1952 წლამდე შედიოდა ქიმიურ კონცერნ «Ⴈ. Ⴂ. Ⴔარბენინდუსტრი» —ში.
Bayer 04 Leverkusen TSV («Ⴁაჲერ 04 Ⴊევერკუზენ ႲႱႴ») – Ⴁუნდესლიგის უმაღლესი დივიზიონის საფეხბურთო კლუბი; დაარსებულია 1904 წ.
Bayer 05 Uerdingen FC («Ⴁაჲერ 05 Ⴄრდინგენ ႴႩ») – Ⴂერმანიის ჩემპიონატის რეგიონალურ ლიგა «Ⴙრდილოეთის» საფეხბურთო კლუბი; დაარსებულია 1905 წ.
Bayerische Motorenwerke – იხ. BMW.
Bayerische Alpen (Ⴁავარიის Ⴀლპები) – Ⴙრდილოეთის Ⴉირიანი Ⴀლპების ნაწილი Ⴂერმანიის ტერიტორიაზე.
Bayerische Staatsbibliothek in München (Ⴁავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა Ⴋჲუნხენში) – დაარსებულია 1558 წ.; Ⴄვროპაში ერთერთი უმსხვილესი ბიბლიოთეკა; ითვლის 6 მილიონ ტომს.
Bayerische Staatsoper (Ⴁავარიის სახელმწიფო ოპერა) – მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო საოპერო თეატრი; 1997 წლიდან მასში ტარდება ყოველწლიური საოპერო ფესტივალი.
Bayerischer Maximiliansorden für Wissenschaft und Kunst (Ⴁავარიის Ⴋაქსიმილიანეს ორდენი მეცნიერებისათვის და ხელოვნებისათვის) – Ⴁავარიის მხარის სახელმწიფო ჯილდო, დაარსებული 1980 წ.
Bayerischer Verdienstorden (Ⴁავარიის Ⴃამსახურების ორდენი) – Ⴁავარიის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, დაარსებული 1957 წ.
Bayerischer Wald (Ⴁავარიის Ⴒყე) – Ⴋთები Ⴁავარიის მხარეში; ეროვნული პარკი.
Bayerisches Armeemuseum (Ⴁავარიის სამხედრო მუზეუმი) – განლაგებულია ჰერცოგის 15 ს. სასახლეში; წარმოდგენილია სამხედრო ისტორიის ობიექტები გვიანდელ შუასაუკუნეებიდან ჩვენს დრომდე.
Bayerisches Meer («Ⴁავარიის ზღვა») – ტბა Ⴉიმზეეს ხატოვანი სახელწოდება.
Bayerisches Nationalmuseum (Ⴁავარიის ეროვნული მუზეუმი) – შექმნილია 1855 წ. Ⴋაქსიმილიან II—ის მიერ, რომელმაც მიუძღვნა იგი Ⴁავარიის კულტურას და ხალხურ ხელოვნებას.
Bayern (Ⴁავარია) – Ⴂერმანიის უდიდესი ფედერალური მხარე, ფართობი 70 554 კვ. კმ., მოსახლეობა 11,77 მლნ., ადმინისტრაციური ცენტრი Ⴋჲუნხენი; მის ტერიტორიაზე მდებარეობენ Ⴀლპები ყველაზე მაღალ მწვერვალით Ⴚუგ—Ⴘპიტცე (2962 მ.), მთები Ⴁავარიის Ⴒყე, მდინარეები Ⴃუნაი, Ⴋაჲნი შენაკადებით, თვალწარმტაცი ტბებით; მრეწველობა: ელექტროტექნიკური, ავტომშენებლობა, ნავთობგადამუშავება, მინის ქარხნები და ფაიფურის საწარმოები, მეღვინეობა, ტრადიციული დარგი – ლუდის ხდა; მეცნიერულ—კვლევითი ინსტიტუტები (მ. შ. Ⴋაქს Ⴎლანკის სახელობის Ⴎლაზმის ფიზიკის ინსტიტუტი), უნივერსიტეტები, მრავალრიცხოვანი მუზეუმები (Ⴁავარიის ეროვნული მუზეუმი, Ⴛველი და Ⴀხალი Ⴎინაკოთეკები და სხვ.), თეატრები, მონასტრები და ეკლესიები.
Bayern (Ⴁავარები / ბავარიელები) – 1. გერმანელთა ტომი; 2. Ⴁავარიის მკვიდრნი.
Bayern München FC («Ⴁაჲერნ Ⴋჲუნხენ ႴႩ») – Ⴁუნდესლიგის უმაღლესი დივიზიონის საფეხბურთო კლუბი; Ⴂერმანიის მრავალგზის ჩემპიონი და Ⴙემპიონთა ლიგის გამარჯვებული.
Bayernkurier («Ⴁაჲერნკურირი») – ყოველდღიური გაზეთი, გამომავალი Ⴋჲუნხენში ტირაჟით 153 600 ეგზემპლჲარი; ႵႱႩ—ის ორგანო.
Bayreauth (Ⴁაჲროჲტი) – ქალაქი Ⴁავარიაში, Ⴐიხარდ Ⴅაგნერის სამშობლო; 1876 წლიდან ქალაქში ტარდება მსოფლიო მნიშვნელობის საოპერო ფესტივალი.
Bayreuther Festspiele (Ⴁაჲროჲტის ფესტივალი) – მსოფლიოში უდიდესი საოპერო ფესტივალი ქ. Ⴁაჲროჲტში (Ⴁავარია); შენობა, რომელშიც 1876 წლიდან ტარდება ფესტივალი, აშენებულია Ⴐიხარდ Ⴅაგნერის პროექტით; ფესტივალის რეპერტუარშია მისი ათი მთავარი ოპერა.
Bayrischkraut (კომბოსტო ბავარიულად) – მოშუშული კომბოსტო ღორის ქონით, შაქრით და ძმრით.
BDA (ႡႣႠ) – იხ. Bundesvereinigung der Deutschen Arbeitgeberverbande.
BDI (ႡႣႨ) – იხ. Bundesverband der Deutschen Industrie.