Ⴁუნაგი, ბუნაკი – ნადირთა, ანუ თევზთა სადგური ბუდე.
Ⴁუნება – ძალი მოქმედებითი თჳთოეულისა არსისა. // Ⴜესი ბუნებისა დაცვული ყოველთავე ქმნილთა შორის. // Ⴇჳსება, თჳთება, მოდგმა.
Ⴁუნებითი – განთჳსებული, განკუთნვილი ბუნებისად.
Ⴁუნი – ტარიშუბისა ანუ იარაღთა ხელთსაქმარისათა.
Ⴁუნიკი და ბურნუკი – სათიხარი, ხმლის ქარქაშის ბოლო.
Ⴁუნიობა – დღე-ღამის გასწორება მარტსა სეკდემბერსა შინა, მოიქცეს რა მზე იუნისს საზამთროდ და დეკემბერს საზაფხულოდ, მას ჰქვიან ნაბუნიობი.
Ⴁუჟი ან ბრუჟი – ნახე Ⴃაბუჟება, Ⴃაბუშება.
Ⴁუჟღენდი წითლის საღებავის ჭია.
Ⴁურანი – მსუბუქი ძილი და მოლანდება საფიქრებელისა რისმე.
Ⴁურაული – მწყაზარი ქორი, შავსა და წითელს საშუალი.
Ⴁურახი – ბოზა ფეტჳსა, ქერისა და მისთანათა.
Ⴁურბურა – ნედლი ქარქვეტი.
Ⴁურბუშელა – გოქშო.
Ⴁურდო – ფეტვის ნალეწი, ანუ ბზის მტვერი (ვიეთნიმე ხმარობენ დურდოს მაგიერადაც).
[Ⴁურენი – ნახე Ⴁუჯერი]
Ⴁურეჯი – ცომის ვარცლი.
Ⴁურვა – (ვბურავ) დახურვა.
Ⴁურვაკი – დიდი გოჭი.
Ⴁურვილი – დახურვილი, დაფარებული, ბურვილი ტევრი.
Ⴁურთი – ბირთვი მეშისა სათამაშო, საასპარეზო.
Ⴁურთაობა – (ვბურთაობ) თამაშობა ბურთითა.
Ⴁური – ბურუსი (ნახე Ⴁორი).
Ⴁურნა, ბურნაკი – ღვინის ქინქლა.
Ⴁურნუთი – (ბურნაოთი თურქთ ენით ცხვირის ბალახი) დაფქული თამბაქო მოსაწევად.
Ⴁურნუთი კოლოფი – ჭურჭელი ბურნუთისა.
Ⴁურნუკი – ნახე Ⴁუნიკი.
Ⴁურღული – მოხარშული და დაცეხვილი ხორბალი საკორკოტე.
Ⴁურცი – .
Ⴁურძგნა – (ვბურძგნი, გავბურძგნი) ცუდად გაწეწა თმათა.
Ⴁურჯი – გოდოლი, დიდი კოშკი. // Ⴆოდიაქოს ნიშანი, ეტლი, ვარსკულავთ ბურჯი (ნახე Ⴆოდიაქო).
Ⴁურჯღული – დიდრონი ნაპერწკალი.
Ⴁუსნარი – კორდი მაღალბალახოსანი.
Ⴁუტბუტი, ბუდბუდი – ბუზღუნი.
Ⴁუტკი – გამონასკული ხილი შემდგომად დაყვავილებისა.
Ⴁუქი – ქარიანი თოვლი (ნახე Ⴇოვლთან).
Ⴁუქნა (ვბუქნავ) მუხლზედ ჩაჯდომა ცეკვაში (ნახე Ⴇამაშობა).
Ⴁუღა – (ოთხფ.) კურო, დაუკოდავი მოზვერი მოსაშენებლად შენახული (ზროხასთან ნახე).
Ⴁუღაური – სვეტისთავი, სამერხული.
Ⴁუღრაობა, მუღურობა – ხართაგან რქებით ჭიდილი და მიწის გლეჯა.
Ⴁუში შ – ობილი არა სჯულიერითა მეუღლეობითა.
Ⴁუშტალეღვი – ადრეული.
Ⴁუშტი – ქანთილი, პარკი ცხოველთ შარდისა. // Ⴜყალთა ზედა წვიმისაგან ამომჯდარი ბუშტები, რომელიც მსწრაფლ გაჰქრებიან და მისთანანი.
Ⴁუჩქი, ბუჩქნარი – დაბალი ფიჩხი (ნახე Ⴒევრთან).
Ⴁუცუცი – თუალთ ქუთუთოების დაბღნეძა.
Ⴁურგი – პატარა ზღარბი.
Ⴁუწუწი – ცუდი თმა, ბურძგლი, გაბურძგნული (ნახე Ⴇმა).
Ⴁუჭონი – დახალული ქერი, ხალი ქერისა.
Ⴁუჭულა – პატარა წისქვილი. // Ⴈმერულად პატარა ფაცხა.
Ⴁუხარი – კედელთა შინა სახლისათა დატანებული საცეცხლური.
Ⴁუხუნი – (ბუხუნებს) ლომისა ან ღორის ბრდღვინვის ხმა, დრუხუნი.
Ⴁუჯერი – ბურენი, ჭურჭელთ შესაწყობი ხის თარო.
Ⴁღავილი – (ბღავის) ცხვართ ხმიანობა.
Ⴁღარტი – ბარტყი მართვე მფრინველთა.
Ⴁღვერა – (ვუბღვერ) სიძულილით ან რისხვით შეხედვა.
Ⴁღლარძუნი – (ებღლარძუნება, ბღლარძუნობენ) უგვანის ჭიდილით თამაშობა.
Ⴁღნეძა, ბღნეჯა – (იბღნიძება, იბღნიჯება) ღმეჭა, ღრეჯა, უმსგავსოდ შეჭმუხნა პირის სახისა.
Ⴁღოტვა – (ბღოტავს) ბორტვა, ბორდღვა, ოთხზედ სლვა (ნახე Ⴑიარულში).
Ⴁღუარი, ბღორი – ჩრდილოეთი. Ⴑხვაგან სამხრეთად სწერია, მაგრამ ჩრდილოეთი უფრო მართალია, რადგან ბღორი მიღებულ არს ბერძული ლექსისაგან ბორეასი და სამხრეთის სახელი არს სხვა (ე.ი. Ⴇემანი ნახე).
Ⴁღუვილი – (ბღუვის) ხართ ხმიანობა
Ⴁღუნძვა – (ვბღუნძავ, ვიბღუნძები) შეკუმშვა, მოკრება ზღარბთა, წურბელთა და მისთანათა.
Ⴁღურიალი – (ბღურიალებს) ღავილი, ტირილი ცუდის ხმით (ნახე Ⴒირილთან).
Ⴁღუჯი – მუჭი, პეშვი (ნახე Ⴋუჭი).
Ⴁძანება – ნახე ბრძანება
Ⴁძარვა – (ვჰბძარავ) გაგლეჯა, დახეთქა, განბძარვა, მცირედ გატეხა.
Ⴁჭე, ბჭენი – შესავალი სასახლეთა, ტაძართა, გალავანთა, ქალაქთა და მისთანათა.
Ⴁჭე, ბრჭე – შუაკაცი გამორჩეული მოჩივართაგან გასასინჯავად ცილობისა მათისა, მოსამართლე, მედიატორი.
Ⴁჭობა – (ვბჭობ) სამართლობა, გაბჭობა. // Ⴂანსჯა ვითარ კაცი ბჭობდა, ღმერთი ეცინოდა.
Ⴁჭოვანება – ბჭენი, შესავალნი.
Ⴁჭუალი, პჭუალი, ბრჭუალი – აგებულებისა შინა გათანგჳთ ტკივილი სხვადასხვას ადგილას.
Ⴁჯენა – (ვიბჯენ, ვიბრჯენ) ნახე Ⴁრჯენა.
Ⴂ
Ⴂ – ქარაგმიანნი ლექსნი: გხნ~ – გიხაროდენ; Ⴂ~ი – Ⴂიორგი და სხ. Ⴀსოსა ამას ზედა არიან ზედდადებულნი ესე ზმნათანი: გან, გა, გამო, გარდა, გადა, გარდამო, გარდმო, გადმო. Ⴋაგალითად, განვაღებ, გავაღებ, გამოვიღებ, გარდავიღებ, გადავიღებ, გარდამოვიღებ, გარდმოვიღებ, გადმოვიღებ. Ⴄგრეთვე სახელზმნანი: განღება, გაღება, გამოღება და სხ. Ⴂ იხმარების მაპიროვნებელად ზმნათა მეორისა პირისათა, რომელთაცა პირველსა პირსა აქუს მ, ვითარ მაქუს, გაქუს, მრწამს, გრწამს, მინდა, გინდა, მიქმნიეს, გიქმნიეს, მექმნა, გექმნა და სხ. [იხილე ასო Ⴋ]. Ⴄგრეთვე ყოველთა ზმნათა პირნაკლთა, რაჟამს მოქმედება მიეჩემების მეორესა პირსა, ვითარ: გიშენებ, გიშენებს, გიწერ, გიწერს. Ⴀნუ გაშენებ, გაშენებს, გწერ, გწერს, გიკითხავ, გიკითხავს, გაქებ, გაქებს და სხ. Ⴂ იხმარების ზოგჯერ ნაცულად კ, ვითარ: გალატოზი – კალატოზი, გატა – კატა, გერკი – კერკი, გურკა – კურკა, გვიცა – კვიცა, გრკალი – კრკალი, გრჯღა – კრჩხა, გრწყილი – კრწყილი; ზოგჯერ ნაცულად ღ: გრძილი – ღრძილი, გრუტუნი – ღრუტუნი; ანუ ნაცულად ქ: გეზად – ქეშად, გვიმრა – ქურიმა, გუფთა – ქუფთა, ბრგვილი – ბრყვილი.
Ⴂააბეზრება – (გავააბეზრებ) გაშფოთება, შეწუხება; ვნებიათად Ⴂაბეზრება ნახე.
Ⴂაადვილება – (გავაადვილებ, გავიადვილებ) ადვილ საქმნელ ყოფა.
Ⴂააზატება – (გავააზატებ) თავისუფლების მიცემა.
[Ⴂაამაოება].
Ⴂაანჩხლება – (გავაანჩხლებ, გავანჩხლდები), გაკაპასება, გაგულისება.
Ⴂაარმება – (გავაარმებ, გავიარმებ) დამწარება, გაუგემურება, უსიამოვნება).
Ⴂააფთრება – (გავაფთრდები, გავააფთრებ) განძვინება აფთარივით.
Ⴂააფრაკება – (გააფრაკდების) გამრუდება ნედლთა ფიცართა გახმობისაგან.
Ⴂააშკარება – გამჟღავნება (ნახე Ⴂამოაშკარება).
Ⴂაახლება – ნახე Ⴂანახლება.
Ⴂაბარება – (ნახე Ⴁარება)
Ⴂაბალთვა – დაბალთვა ნახე.
Ⴂაბასრული – შერცხვენილი, გაწბილებული (ნახე Ⴁასრობა).
Ⴂაბაღვა – გაბაღლარავება (ნახე Ⴁაღვა)
Ⴂაბედვა – (გავბედავ) ბედზედ მიგდებით შემართება.
Ⴂაბედითება – (გავაბედიტებ) ბედითად შექმნა, გაცუდება.
Ⴂაბეხრება – (გავბეზრდები) მოწყენა, შეწუხება.
Ⴂაბზეკა – გაშვერასავით.
Ⴂაბზარვა – (გავბზარავ) გატეხა მოუშორებლად, ითქმის უფრორე ჭიქისათჳს გაბზარული.
[Ⴂაბიაბრუება]
Ⴂაბმა
Ⴂაბოგინება – (გავაბოგინებ) დამკვჳდრებასავით (ითქმის უკუთქმითად), არ გააბოგინა.
Ⴂაბრა – (გავუბრი, გავიბრი) ანგარიშში ჩაგდება; გაბრექა (ნ. Ⴁრექა {გაბზეკა – Ⴑაბას ლექსიკონი.}).
Ⴂაბრიყვება – {ნახე Ⴁრიყვი}
Ⴂაბრუჟვა – (გავიბრუჟები) დათრობა.
Ⴂაბურძგნვა – ნახე Ⴁურძგნვა.
Ⴂაბუტება – (გავიბუტები) შემოწყრომა უმძრახობით.
Ⴂაბუცება – (გავბუცდები) გაშტერებასავით.
Ⴂაბჭობა – გასამართლება (ნახე Ⴂანბჭობა)
Ⴂაგდება – (გავაგდებ) განდევნა, დათხოვით მოშორება // (გავაგდებ ე.ი. გამვარდება) ხელიდამ გაშვება.
Ⴂაგება – (გავაგებ) განგება ნახე. (გავიგებ) გამოცნობა, მიხდომა.
Ⴂაგებება – (გავეგებები) გასლვა შესამთხვევად, მიგებება.
Ⴂაგზავნა – (გავგზავნი) წარვლინება.
Ⴂაგლეჯა – (გავგლეჯ) გახეთქა, გახევა ან გაპება.
Ⴂაგლისპება – (გავგლისპდები) გაჯიქება, ახირება, მიბრჯნა.
Ⴂაგონება – (გავიგონებ) გონებად შეღება სმენისა მიერ, გულხმება, გულის ხმა.
Ⴂაგულისება – (გავაგულისებ, გავგულისდები) აღძრვა რისხუად გულზედ მოსლვა, გაგულპილწება.
Ⴂადაბმა, გადაგორება, გადარგვა, გადარჩენა – და სხ. (ნახე Ⴂრდაბმა, Ⴂარდაგორება, Ⴂარდარგუა და სხ.).
Ⴂადაზიდვა – (გადავზიდავ) გარდატანა მრავალთა.
Ⴂადასავალი – გზა მთათა ზედა, გორათა და მისთანათა // ამბავი, შემთხვეულება, ვისაც რა გარდახედია.
Ⴂადაფანტვა, გადაფარება – და სხ. (იხილე Ⴂარდაფანტვა, Ⴂარდაფარება).
Ⴂადაფითრება – (გადავფითრდები) ფერის მიხდა, წასლვა.
Ⴂადენა – (გასდის, გაედინების) გამოსლვა ნოტიოთა.
Ⴂადმოტანა, გადმოღება – და სხ. ნახე Ⴂარდმოტანა, Ⴂარდმოღება.
Ⴂადია – დედაკაცი ყრმათა მზრდელი, გამდელი.
Ⴂადნობა – (გავადნობ, გადნების) დნობა, დადნობა.
Ⴂადღლუვება – ცუდად გათხუნვა, გაწყალება ნახარშთა.
Ⴂაერთება – (გავაერთებ, გავერთდები) შემოკრებით ზიარყოფა განშორებულთა.
Ⴂავა – ხვასტაგთა და უფრორე ცხენთა ზურგის დასასრული, თეძოს ძულებიდამკუდადმდე ორსავე მხარეს.
Ⴂავაზი —
Ⴂავალაკი – სარეცელთ გარდასაფარი საჩრდილობელი.
Ⴂავითარება – ნახე განვითარება.
Ⴂავლენა – (გავუვლენ, გავივლენ სიტყუასა, საჩივარსა) შესმენა, აღსრულება.
Ⴂავსება – (გავავსებ, გავივსები) ავსება, შესრულება.
Ⴂაზა, გაზაკი – წვივთ ნაკუთლის მსხვილის ძარღვის დასასრული ქუსლთან.
Ⴂაზაფხული – არე, წლის ნაოთხალი, საშუალო ზამთრისა და ზაფხულისა, რომელ არიან სამნი თთვენი: მარტი, აპრილი, მაისი (ნახე Ⴇთვე).
Ⴂაზდა – (გავზდი, გავიზდები) აღზრდა, აღორძინება; თქმანი: შენს გაზდას, შენმა გაზდამ, რასაც ნიშნვენ, ნახე მამაშვილობასთან.
Ⴂაზეპირება – (გავიზეპირებ) ზეპირად დასწავლა.
Ⴂაზი – მარწუხი.
Ⴂაზი! – ე.ი. გასწი, გასწივე, გზას შეუდეგ! შორისდებულად ხმარებელი, იძულება წარსლვისა, ანუ განდევნა.
Ⴂაზომვა – ნახე განზომა და სხ., გაზრდა (ნახე Ⴂაზდა), განზრდა.
Ⴂათავება – (გავათავებ) გასრულება, სრულიად გაკეთება, დასრულება.
Ⴂათანგვა – (გასთანგავს) ბჭულისა და სენისაგან შეხუთვა.
Ⴂათეთრება – (გავათეთრებ) განსპეტაკება, თეთრად შექმნა.
Ⴂათენება (გათანდების) დილის სინათლის შემოსლვა.
Ⴂათლა – (გავსთლი) საჭრელის იარაღით გეკეთება სახმართა ნივთთა, ძელთა, ქუათა და მისთანათა.
Ⴂათხაპვა, გათითხნა, გათხუნვა – (გავსთხაპნი, გავსთითხნი, გავსთხუნავ) ცუდად გასურა.
Ⴂათხელება – (გავათხელებ) სისქის მოკლება ან გახალვათება.
Ⴂათხოვება – (გავათხოვებ, გავსთხოვდები) ქალთ დანიშვნა, ანუ განქორწინება ქმართადმი, გათხოვილი.
Ⴂათხოვნა – (გავითხოვ) გაწვევა ხმალში საბრძოლად, ანუ სარჯელად თამაშობათა შინა, შრომათა და მუშაკობათა.
Ⴂაიაფება – (გავაიაფებ, გაიაფდების) გახშირება, ადვილად შოვნა.
Ⴂაის – გავლილს ან მომავალს წელს.
Ⴂაკავება – (გაკავებ) გაშლა, გაჭიმვა.
Ⴂაკეთება – (გავაკეთებ, გაკეთდების) ქმნა, შექმნა, ანუ გაახლება // აშენება ან გამდიდრება.
Ⴂაკეთებული – პოვნიერი.
Ⴂაკვალვა – (გავჰკუალავ) კუალის გავლება, ანუ გზის დადება.
Ⴂაკვეთა – (გავჰკვეთ) გაჭრა (Ⴂანკვეთა ნახე) // (გავუკვეთ) მიცემა მოსწავლეთადმი საქმისა დასასწავლად, ანუ მუშაკთადმი სამუშავოსი.
Ⴂაკურა – (გავაკრავ) გართხმა, ანუ ზედმიკერება // (გავჰკრავ) შემოკურა, ანუ საჩქაროდ წასულა.
Ⴂაკიდება – (გავჰკიდებ) გაფენა რისამე გასაშრობად // (გავეკიდები) გადევნება გამოკიდება მლტოლვარისა.
Ⴂაკითხვა – (გავიკითხავ) განკითხვა, მოსმენა საჩივრისა, ანუ გასინჯვა საქმისა და გასამართლება.
Ⴂაკილვა – (გავჰკილავ) გატრიზავება, გაწბილება, გახიახება.
Ⴂაკმარება – (გავუკმარებ, ე.ი. კმარა, ნუღარ იტყჳ) სიტყჳს გაცუდება.
Ⴂაკმენდა – (გავჰკმენდ ხმას) გაჩუმება, გარინდება.
Ⴂაკრეჭა – (გავჰკრეჭ) გაპარსვა მაკრატლით.
Ⴂალა – მხალი დაწნული გასხმობად.
Ⴂალავანი – ზღუდე გარემოვლებული ეკლესიათა, მონასტერთა, ქალაქთა, ციხეთა და მისთანათა (ნახე Ⴆღუდესთან).
Ⴂალალვა – (გავლალავ) განდევნა, გარეკა მრავალთა.
Ⴂალატოზი – კალატოზი, მაშენებელი სახლთა, კედელთ მდგმელი.
Ⴂალაღება – ნახე Ⴂანლაღება.
Ⴂალევა – ნახე Ⴂანლევა.
Ⴂალეული – მლევანი, ნალევა, ფრიად გათხელებული, დაწურილებული.
Ⴂალექება – (გავლექდები) დიდად დათრობა, გაჭირვეულება.
Ⴂალექსვა – (გავლექსავ) ლექსებად შეთხზვა, დაწერა.
Ⴂალეწვა – (გავლეწ) კალოზედ ძნათა მოთელვა მკევრებით გამოსარჩევად მარცვალთა ბზისაგან.
Ⴂალია, გალიაკი – მფრინველთა და მხეცთ შესაწყუდევი კალათი, დაფანჯრული მართულებისგან, ანუ დაწნული წნელებისგან.
Ⴂალობა – (ვჰგალობ) საამო ხმა ლოცჳსა, ანუ ქებისა ღვთისადმი // ავაჯით მოთქმა სადღესასწაუოლოთა და ღვთისადმი სამადლობელთა სტიხთა.
Ⴂალოპრილი – ხე ქერქ შემოძრობილი.
Ⴂალუმბვა – (გავილუმბვი) ძრიელ დასველება.
Ⴂალხობა – (გავალხობ, გალხვების) გაყინულის შედნობა.
Ⴂამაგრება – (გავამაგრებ) განმტკიცება, სიმტკიცის მიცემა.
Ⴂამართება – (გავემართები) წარმართება, გზას გასლვა, გადგომა წასასვლელად სადმე.
Ⴂამართვა – (გავმართავ) მრუდის გასწორება, ან გარიგება // მოშლილთა საკრავთა შეწყობა რიგზედ // გაწურთნა, გაგერშვა მფრინველთა // (გავიმართები, ხელს გავიმართავ) შოვნა საჭიროსა საფასისა.
Ⴂამარჯვება – (გავიმარჯვებ) მორევნა, ძლევა მტერთა. // (განმემარჯვების) კეთილწარმატება, მარჯვედ ქმნა. Ⴄსრეთ შემთხვევასა შინა ურთიერთისასა ითქმის: გამარჯვება შენი, ე.ი. მსურს შენდა კეთილწარმატება და პასუხად მიეგების: გაგიმარჯოს, ხოლო გამოთხოვასა ზედა ითქმის: მშვიდობით და გამარჯვებით.
Ⴂამასპინძლება – (გავმასპინძლდები) სტიმართ დახვედრა პურობითა
Ⴂამგე – განმგე, მნე, მოხელე კეთილმოურნე.
Ⴂამგონი – საქმის მიმხდომი // დამჯერი, დაუზარებელი მოსმენისა.
Ⴂამდელი – მოახლეთ უფალა, უპირველესი შიმუნვართა ანუ მხევალთაგან (გამზდელი).
Ⴂამდიდრება – ნახე Ⴂანმდიდრება.
Ⴂამზითვა – (გავმზითავ) მზითევის მიცემა გათხოვილი ქალისადმი.
Ⴂამზრდელი – მზარდული, მამამძუძე, ლალა; ესე ითქმის კაცთათჳს, ხოლო ქალთათჳს გადია და წერილთ შინა დედამძუძე.
Ⴂამმარჯვე – გამარჯვებისა, წარმატებისა ხელის მომმარტავი.
Ⴂამო – თანდებული ნათესავობითსა ბრუნვასა თანა ხმარებული ხოლო ზმნათა თანა იხმარების ზედდადებულად (იხილე შემდგომნი).
Ⴂამოაშკარავება – (გამოვააშკარავებ) გამოჟღავნება, საქვეყნოდ თქმა,.
Ⴂამობრუნება – (გამოვაბრუნებ, გამოვბრუნდები) უკმოქცევა.
Ⴂამობრწყინვება – (გამოვაბრწყინებ, გამობრწყინდების), გამოელვარება.
Ⴂამოგება – (გამოვაგებ) გარჩევით, კაფიად, გასაგონად თქმა სიტყჳსა // დახვანჯულის ძაფის გამოშლა, ანუ ძნელის საქმის გამორკვევა.
Ⴂამოგებება – (გამოვაგებებ) გარეთ გამოტანა შესამთხვევად.
Ⴂამოდალაბრვა (გამოვდალაბრავ) გამოკვეთა.
Ⴂამოდენა – (გამოვადენ) გამოშვება ნოტიოთა // (გამოსდის, Ⴂადენა ნახე).
Ⴂამოვლენა, გამოვლინება – (გამოვავლენ, -ვლინებ) გამომგზავნა, მოფენა.
Ⴂამოზამთრული – ზამთარგამოვლილი ხვასტაგი ერთის წლისა.
Ⴂამოზიდვა – (გამოვზიდავ) გამოტანა, გამოღება ან გამოთრევა.
Ⴂამოზოგება – (გამოვიზოგებ) მცირედ-მცირედ ხარჯვა, გრძელჟამ საკმარებლად.
Ⴂამოზრდა – (გამოვზრდი) გამოკვება, შენახვა საზრდელითა.
Ⴂამოთარგმანება – (გამოვსთარგმანებ) ახსნა, განმარტება.
Ⴂამოთრევა – (გამოვათრევ) გამოზიდვა, თრევით გამოტანა.
Ⴂამოთქმა – (გამოვსთქუამ) გულის ზრახვჳსაზეპირ გამოღება ან შეთხზვა.
Ⴂამოთხოვა – (გამოვითხოვ) გათხოვნა // თხოვნა, ვედრებით მიღება // (გამოვეთხოვები) გამოსალმება წარმავალისა.
Ⴂამოკვება – (გამოვჰკვებ) გამოზრდა, დაოკება.
Ⴂამოკვეთა – (გამოვჰკვეთ) გამოჭრა, გამოთხრა.
Ⴂამოკიდება – (გამოვჰკიდებ, გამოვეკიდები) ნახე Ⴂაკიდება.
Ⴂამოკრთომა – (გამოჰკრთების) ელვარების გამოჩენა (ნახე Ⴉრთომა).
Ⴂამოკულევა – (გამოვიკულევ) გამოძიება, გამოძებნა კუალთა მიერ.
Ⴂამოლაპარაკება – (გამოველაპარაკები) შესაუბრება, ხმის გაცემა.
Ⴂამოლევა – (გამოვლევ, გამოილევის) დაცლა, დაცარიელება.
Ⴂამომეტება – {გამომეტება – (გამოვიმეტებ) არ დავზოგავ, არ დავრიდებ – Ⴃავით Ⴙუბინაშვილის ქართულ-რუსული ლექსიკონი}.
Ⴂამომჩვენება – დიდებულად გამოსლვა.
Ⴂამომჭვირვალი – გამჭვირვალი, ნათლის მაკრთომებელი.
Ⴂამონასკუა – (გამოვნასკუავ) გამოსკუნა, შეკურა ნასკჳსა.
Ⴂამოპირვა – (გამოვჰპირავ) საჭრელთ იარაღთ პირის გამართვა.
Ⴂამორეკა – (გამოვრეკ) გარეთ განდევნა მრავალთა.
Ⴂამორეცხვა – (გამოვრეცხ) რეცხით გამოყუანა მწიკულისა.
Ⴂამორთმევა – (გამოვართმევ) მიღება, ჩამორთმევა.
Ⴂამორკვევა – (გამოვარკვევ) დარკვევა // გამორჩევა, გამოშლა ხვანჯისა.
Ⴂამორიდება – (გამოვრიდებ, გამოვერიდები) დარიდება, მოშორება, გაცლა.
Ⴂამორჩევა – (გამოვარჩევ, გამოვირჩევ) უკეთესის მოძიება, აღრჩევა.
Ⴂამორწყვა – (გამოვრწყავ, გამოირწყვის) მუწუკის გაჭრა ან გახეთქა და შალალის გამოდენა.
Ⴂამოსადეგი – სახმარად ვარგისი, სასარგებლო.
Ⴂამოსადინელი – წყალთ გამოსავალი, სათავე.
Ⴂამოსავალი – გამოსლჳს ადგილი // ზოგჯერ ჰნიშნავს მოსავალს.
Ⴂამოსაღები – ხარკი, ბეგარა, დებულება.
Ⴂამოსახვა – (გამოვსახავ) სახის დადება, გამოხატვა // (გამოვისახავ პირჯვარს) პირზედ ჯვრის გამოწერა, დაწერა.
Ⴂამოსვენება – (გამოვასვენებ) პატივით გამოტანა (ნახე Ⴋოსვენება).
Ⴂამოსლვა – (გამოვალ) შიგნიდამ გარეთ განსლვა.
Ⴂამოსული – კარგად გამხმარი კომლში (ითქმის ლორთათჳს),
Ⴂამოსურმვა – (გამოვსურმავ, გამოვისურმავ) თუალთ ოლუა.
Ⴂამოსხმა – (გამოვასხამ) გამორეკა, გამოლალვა, და სხ. (ნახე Ⴑხმა).
Ⴂამოტანა – (გამოვიტან) გარეთ გამოღება.
Ⴂამოტაცება – (გამოვიტაცებ) ძალით გამოტანა.
Ⴂამოტკპოლვა – დაწყლულება, დაშაშრვა, დასკდომა ტანისა.
Ⴂამოტკპოლვილი და გამოტკპოლვარე – ბრძვილი დამწველი გამოხეთქითა შალალისათა.
Ⴂამოუკულეველი – ნახე Ⴂამოკულევა
Ⴂამოუცდელი – საქმეში გამოუვლელი, უნახავი // გამოუმწვარი ან გადაუმდნარი მეტალლი.
Ⴂამოფერდილი – ითქმის ორგუარად; ფერდებჩაცვივნული შიმშილით ან ფერდებგატენილი სიმაძღრით (ხვასტაგი).
Ⴂამოფრდა – (გამოვიფრდი) გამოცდა, მოხმარება.
Ⴂამოფრენა – (გამოვაფრენ, გამოვფრინდები) მფრინველთ გამოშვება ან გამოსლვა ფრენით.
Ⴂამოფხიზლება – (გამოვაფხიზლებ, გამოვიფხიზლებ) განფრთხობა, გამოღვიძება.
Ⴂამოქანდაკება – (გამოვჰქანდაკებ) ჩამოსხმა მეტალლთაგან სახისა // გათლა ანუ გამოკვეთა მისი ქუათაგან, ძელთა, ძუალთა და მისთანათა, გინა გამოჭრა, ამოთხრა მეტალლთა ზედა ძელთა და სხ. სახისა.
Ⴂამოქანდაკებული – ამგუარად გამოქმნილი.
Ⴂამოქნა – (გამოვჰქნი, გამოვიქმ) გაკეთება ტყავთა და მისთანათა // გაწურთნა მოზვერთა და ზაქთა უღელში.